4 ტიპის ტემპერამენტი

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ჩვენი პიროვნების და ხასიათის განვითარება ხდება გარშემომყოფი ადამიანების მოქმედებებით. ყოველ მცირე გამოცდილებასაც კი შეუძლია შეცვალოს ჩვენი აზროვნება და იმას, თუ როგორ წარმოვადგენთ საკუთარ თავს.

რა არის ტემპერამენტი? 

პიროვნების ტემპერამენტია ის, თუ როგორ იქცევა და წარმოაჩენს საკუთარ თავს, თავისი ხასიათების და გამოცდილების მიხედვით. ტემპერამენტი რჩება მუდმივად.

კვლევამ (https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0191886900002117 ) მიუთითა, რომ ტვინის ღერო განსაზღვრავს ჩვენს ტემპერამენტს. თითოეულ ადამიანს აქვს უნიკალური ტვინის ღერო, რომელიც ვერ შეიცვლება ცხოვრების განმავლობაში. იმის მიუხედავად რომ ღერო არ იცვლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს შეცვლა არ შეუძლია. 

სულ არსებობს 4 ტემპერამენტი: სანგვინიკი, პლეგმატიკი, ქოლერიკი, მელანქოლიკი. 

თუ გსურს მეტი შეიტყო ტემპერამენტებზე: https://psychologia.co/four-temperaments/ 

ახლა კი გადავიდეთ ტესტზე! შეიტყვე თუ რომელი ტემპერამენტს მიეკუთვნები.

გაითვალისწინეთ!

ზოგადად ძალიან იშვიათია მხოლოდ ერთი ტემპერამენტის ქონა. ერთი ტემპერამენტი დომინანტია, თუმცა ქვეტიპად სხვა ტემპერამენტი ექცევა, ამიტომ გირჩევთ, რომ მთავარი შედეგის გარდა, ქვეტიპიც წაიკითხოთ. მაგალითად: თუ დომინანტი არის სანგვინიკი და ქვეტიპი არის ქოლერიკი, თქვენ ხართ სანგვინიკ-ქოლერიკი.

ქვიზის კითხვები: 

1.როგორ გრძნობთ თავს არაპროგნოზირებად (მოულოდნელ) სიტუაციებში?

  • მიყვარს ისინი. ისინი მაძლევენ ენერგიას და მაგრძნობინებენ თავს ცოცხლად!
  • არ ვარ დარწმუნებული. დამოკიდებულია. 
  • ნეიტრალური ვარ. ისინი არ მაგრძნობინებენ დისკომფორტს, მაგრამ ზოგჯერ მაღიზიანებს მოულოდნელი სიურპრიზები.
  • ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. მიყვარს რუტინები და სიამოვნებით ვგეგმავ ყველაფერს. 

2.ხართ თუ არა სპონტანური?

  • დიახ! სიამოვნებით ვაკეთებ რაღაცებს მომენტალურად. 
  • ჩემს თავს სპონტანურად არ დავახასიათებდი. ემოციური ადამიანი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ აზრს ხშირად ვიცვლი. 
  • სპონტანური არ ვარ, მაგრამ შემიძლია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც საჭიროა. 
  • საერთოდ არ ვარ სპონტანური. მიყვარს, როდესაც ყველაფერი დაგეგმილი და წინასწარ მომზადებულია. 

3.გბეზრდებათ ყოველდღე ერთი და იმავე?

  •  დიახ, ძალიან სწრაფად მბეზრდება. დიდხანს ვერ ვიტან რუტინას და ნაცნობობ სიტუაციას. მჭირდება ახალი ადგილების ნახვა, ახალი ხალხის გაცნობა და ახალი საქმეების გაკეთება.
  • არა, არც ისე. მიყვარს მიჯაჭვულობა ადამიანებთან და ადგილებთან. ეს სულაც არ მბეზრდება.
  • არა, ყოველთვის რაღაც საინტერესოს ვაკეთებ. მე არ ვარ დამოკიდებული სხვა ადამიანებზე ან გარემოებებზე, რათა თავი ბედნიერად ვიგრძნო. მე მაქვს ჩემი მიზნები და გეგმები – ჩემს ცხოვრებაში მოწყენილობისთვის ადგილი არ არის.
  • არასდროს ვარ მოწყენილი. მე შემიძლია მარტივად დავრჩე შორეულ ადგილას, გასართობის გარეშე, ისე, რომ არ მოვიწყინო.

4.შენი ინტერესები 

  • ინტერესების ფართო სპექტრი მაქვს. თუმცა, ღრმად არ ვეფლობი რომელიმე მათგანში.
  • მე ნამდვილად ვარ კომუნიკაციისა და ურთიერთობების მოყვარული. მაინტერესებს გარშემომყოფები.
  •  ბევრი ინტერესი მაქვს, მაგრამ მიჭირს ერთდროულად ბევრ სხვადასხვა თემაზე კონცენტრირება. მიდრეკილი ვარ ერთი საგნის დეტალურად შესწავლაზე და შემდეგ გადავდივარ მეორეზე.  
  • ვერ ვიტყვი, რომ ბევრი ინტერესი მაქვს, მაგრამ განათლებული ადამიანი ვარ.

5.რამდენად ემოციური ხარ?

  • ემოციური ვარ, მაგრამ არც ისე მგრძნობიარე სხვა ადამიანების გრძნობების მიმართ.
  • ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ვარ.
  • ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო, მაშინაც კი, როდესაც ვნერვიულობ. ზოგადად, მე ვმალავ ჩემს გრძნობებს და ვამაყობ იმით, რომ შემიძლია პრობლემების გადაჭრა ემოციების გარეშე.
  • არ ვარ ემოცური.

  6.როგორია თქვენი ენერგიის დონე?

  • ძალიან მაღალი.
  • დამოკიდებულია ჩემს განწყობაზე და იმაზე, თუ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში.
  • ჩემი ენერგიის დონე სტაბილურია. თუ თავს უენერგიოდ ვიგრძნობ, შემიძლია ვაიძულო ჩემს თავს და გავაგრძელო დღე ჩვეულებრივად.
  • ენერგიის დონე? რას გულისხმობთ? ანუ?

7.შენი იდეალური შაბათ-კვირა:

  • მოგზაურობა.
  • ჩემს პარტნიორთან ერთად გატარებული დრო/რომანტიკული ფილმების ყურება და წიგნების კითხვა.
  • გამოვიყენო ეს დრო ახალი ინტერესებისთვის, რომელიც ჩემი მიზნის მიღწევაში დამეხმარება.
  • დროის ოჯახთან და მეგობრებთან გატარება.

8. როგორ ხარჯავ ფულს?

  • მიყვარს ახალი ნივთების შეძენა. ძალიან ხშირად ვხარჯავ ფულს.
  • მიყვარს საჩუქრების შეძენა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიყვარს.
  • ფულის გადანაწილება გამომდის, თუმცა არ მენანება ფული იმ ნივთებისთვის, რომლებიც საჭიროა. 
  • ძალიან ვუფრთხილდები ფულს და ხანდახან ზედმეტადაც კი.

შედეგები: 

თუ უმეტეს შემთხვევაში 8 კითხვიდან აირჩიე პირველი პასუხი ხარ სანგვინიკი.

სანგვინიკი

ადამიანები სანგვინიკის ტემპერამენტით არიან ხალხზე ორიენტირებულები – ექსტროვერტები. 

სანგვინიკის მახასიათებლები

სანგვინიკი არის ყველაზე მრავალმხრივი ტემპერამენტის მქონე. დამოკიდებულია ადამიანის ქვეტემპერამენტზე, თუ როგორ სახეს მიიღებს საბოლოო სანგვინიკის ხასიათები, თუმცა მათ უყვართ ახალი თავგადასავლები და გარემოს ცვლილებები.

ადამიანები სანგვინიკის ტემპერამენტით არიან მხიარული და იმპულსიურები. ისინი მუდმივად აქტიურები და პოზიტიურები არიან. მათ აქვთ კარგი იუმორის გრძნობა და ადვილად მხიარულობენ. არიან მოსიყვარულეები და ექსპრესიულები. მარტივად უმეგობრდებიან სხვებს და ენდობიან მათ.

სანგვინიკის თვისებები

პირველად, როდესაც სანგვინიკს შეხვდებით, ისეთი გრძნობა გექნებათ, თითქოს მათ უკვე იცნობთ. ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ, რომ საუბრები წამოიწყონ უცნობ ადამიანებთან და მათთან მარტივად იხსნებიან. ისინი არიან ექსტრემალურად მეგობრულები, მოლაპარაკეები და სოციალურები. ისინი არიან პირდაპირები, რასაც ფიქრობენ მაშინვე ამბობენ. მათი ჰიპერაქტიულობა ხანდახან მათ არაორგანიზებულსა და მავიწყარას ხდის. ტემპერამენტის ტიპი არის საოცრად კონკურენტული. ასეთი ტიპის ადამიანები არიან დომინანტები სპორტში, პოლიტიკაში  და ბიზნესის სამყაროში. მათი შიში არის ცუდი შთაბეჭდილების დატოვება და ვინმესგან უარყოფა. ცდილობენ რომ სრულყოფილი იყვნენ.

თუ გინდა მეტი შეიტყო სანგვინიკზე: https://psychologia.co/four-temperaments/ 

თუ უმეტეს შემთხვევაში 8 კითხვიდან აირჩიე მეორე პასუხი ხარ პლეგმატიკი.

პლეგმატიკი

ფლეგმატური ტემპერამენტის ტიპის პასიურობა იწვევს მახასიათებლების მკაფიო კომპლექტს. ისინი მშვიდი და უემოციო არიან. ისინი შეიძლება იყვნენ გაურკვევლები და კეთილგანწყობილი და, როგორც წესი, სიამოვნებით აძლევენ უფლებას სხვებს მიიღონ გადაწყვეტილებები მათთვის.

ამ ტემპერამენტის მქონე ადამიანები სერვისზე ორიენტირებულნი არიან, ავლენენ ინტროვერტულ პიროვნულ თვისებებს, მაგრამ იმუშავებენ სხვებთან მუშაობის უნარს საერთო მიზნის მისაღწევად. 

ტემპერამენტის ეს ტიპი კმაყოფილია იმით, რომ რამე მოხდეს. ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებებს სწრაფად და არ არიან ამბიციურები. თუმცა, ისინი ეწინააღმდეგებიან ცვლილებას. მათ შეიძლება დასჭირდეთ საკმაოდ ცოტა დრო და მოთმინება ცვლილებებთან ადაპტაციისთვის, განსაკუთრებით მოულოდნელი.

ფლეგმატური ტემპერამენტის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ცხოვრობენ მშვიდი ცხოვრებით სახლისა და ოჯახის გარშემო. ისინი არ ერთვებიან მათ გარშემო არსებულ სამყაროში ან სხვა ადამიანებთან. თუმცა, ისინი სასტიკად ლოიალურები არიან მეგობრების მიმართ და ინარჩუნებენ ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რას აკეთებს ან რას ამბობს სხვა ადამიანი. თუმცა, როგორც კი ურთიერთობა გაწყდება, ისინი სავარაუდოდ არ დაუბრუნდებიან მათ.

თუ გინდა მეტი შეიტყო პლეგმატიკზე: https://psychologia.co/four-temperaments/ 

თუ უმეტეს შემთხვევაში 8 კითხვიდან აირჩიე მესამე პასუხი ხარ ქოლერიკი.

ქოლერიკი 

ქოლერიული ტემპერამენტი ოთხი ძირითადი ტიპიდან ყველაზე იშვიათია.

ქოლერიული ტემპერამენტის მქონე პირები შედეგზე არიან ორიენტირებულნი, მიზნებს ისახავენ და მანამ, სანამ სასურველ შედეგამდე არ მივლენ, არ კმაყოფილდებიან. ამრიგად, ისინი ავლენენ პოზიტიურ გავლენას, მუდმივად წინ მიიწევენ და ვითარდებიან. მიუხედავად ყოველგვარი წინააღმდეგობისა, ქოლერიკები ყველაფერს უმკლავდებიან საუკეთესო შედეგის მიღებისა და სურვილების მიღწევის მიზნით. 

უფრო ხშირად ქოლერიკი მეორადი ტემპერამენტია, თუმცა ეს არც ისე ხშირია, როგორც სხვა კომბინაციები.

ქოლერიკის მახასიათებლები

ქოლერიული ტემპერამენტის მქონე ადამიანები ექსტრავერტულები და თავდაჯერებულები არიან. ისინი დამოუკიდებლები არიან და გამოირჩვიან უძლიერესი ნებისყოფით. მათ აქვთ სხარტი გონება და ზოგადად აქტიურები და პრაქტიკულები არიან თავიანთ საქმიანობაში. კომუნიკაციის დროს ისინი თავჯადერებულები და პირდაპირები არიან, ხადანხან უხეშობის დონემდეც კი. 

ქოლერიკები რისკიანები არიან და ადვილად ბეზრდებათ რაღაცები. ისინი შეიძლება იყვნენ დომინანტები და ყოველთვის აქვთ საკუთარი აზრი ყველაფერზე. მათ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც. ისინი შეიძლება გარკვეულწილად აკონტროლებენ ურთიერთობებს, როგორც რომანტიულს ასევე მეგობრულსაც. ქოლერიკებს ასევე სჭირდებათ ნაკლები ძილი, ვიდრე სხვა ტემპერამენტის ტიპებს.

ქოლერიკული თვისებები

ქოლერიული ტემპერამენტის მქონე ადამიანები კრეატიულები არიან. მათ არასდროს ეწურებათ იდეები ან გეგმები, რაც საკმაოდ პრაქტიკულია. ისინი მტკიცენი არიან თავიანთ იდეებში და მათზე არასდროს მოქმედებს ზეწოლა.

მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ თანამგრძნობი და კომუნიკაცია დაიწყონ სოციალური მიზეზების გამო, ისინი ნელა აყალიბებენ ურთიერთობებს პირად ცხოვრებაში. მათ სავარაუდოდ მხოლოდ რამდენიმე ახლო მეგობარი ჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ეშინიათ ახალ ადამიანებთან შეხვედრისა და საუბრის. ისინი ვერ უთანაგრძნობენ საჭიროდ სხვებს. ისინი რთულად ბრაზდებიან, თუმცა მათი დომინანტური ხასიათი და პირდაპირი საუბრის მანერა შეიძლება არასწორად იქნას ინტერპრეტირებული, როგორც ბრაზი.

თუ გინდა მეტი შეიტყო ქოლერიკზე: https://psychologia.co/four-temperaments/ 

თუ უმეტეს შემთხვევაში 8 კითხვიდან აირჩიე მეოთხე პასუხი ხარ მელანქოლიკი.

მელანქოლიკი

ადამიანების უმეტესობა სიტყვა მელანქოლიის გაგონებაზე, ასოციაციას დეპრესიასთან აკეთებს. თუმცა, მელანქოლიკური  ტიპი სულაც არ არის დეპრესიული, უბრალოდ ისინი  ზედმეტად ფრთხილები არიან. მელანქოლიკური ტიპის მქონე ადამიანები დეტალებზე და ხარისხზე არიან ორიენტირებულნი, შეპყრობილნი არიან იმის ამოცნობით, თუ რა არის სწორი. ასევე, ისინი შეიძლება აღვიქვათ,დეტალებისადმი ჩაციკლულ ადამიანებად, რაც მათ პერფექციონისტებად აქცევს. 

მელანქოლიკის მახასიათებლები

მელანქოლიკური ტიპის ადამიანები კანონმორჩილებებით გამოირჩევიან. ისინი ხშირად  ფრთხილები და ჩამოუყალიბებლები არიან უცნობ გარემოში, მაგრამ ასევე შეიძლება უეცრად გახდნენ აგრესიულები  მათთვის არაკომფორტულ გარემოში. ისინი ჩაკეტილები და ინტროვერტები არიან.

ამ ტიპის წარმომადგენლები არიან ლოგიკურები და ანალიტიკურები. იმისათვის, რომ მშვიდად იყვნენ, ამ ადამიანებს სჭირდებათ დღის განრიგი, რათა მიჰყვენ მას უკლებლივ.

მელანქოლიკურმა ტიპმა შეიძლება გამოავლინოს შფოთვის სიმპტომები. მათ შეიძლება აწუხებდეთ მომავალი და იმაზე ფიქრი, თუ რას იტყვიან სხვები. მათ ასევე შეიძლება აწუხებდეთ ის, თუ როგორ შეიძლებოდა წარსულში სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ამ ტიპისთვის ზოგადად დამახასიათებელია ორგანიზებულობა, მაშინაც კი, თუ ისინი აღმოჩნდებიან არეულობაში. ისინი, როგორც წესი პუნქტუალურობით ხასიათდებიან და ამას მოელიან სხვებსგანაც. გადაწყვეტილების მიღებამდე ისინი აგროვებენ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას, რათა დარწმუნდნენ, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებენ. მელანქოლიკის ტიპის მქონე ადამიანები რთულად ენდობიან სხვებს. მათთვის რთულია სასიყვარულო ურთიერთობების დამყარება, რადგან პარტნიორისთვის ძალიან მაღალი სტანდარტები აქვთ.

რუბრიკის ხელმძღვანელი: ნანუკა მეჭურჭლიშვილი

სტატიაზე მუშაობდნენ:

ნია წულაია

ნინა ალავიძე

ნუცა თავართქილაძე

დატოვე კომენტარი

Website Powered by WordPress.com.

ზედა ↑

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე