კლუბი, რომელშიც გაწევრიანება არავის სურს – კლუბი 27

მუსიკა… ეს არის ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი სახე. დღეს მისი უამრავი ჟანრი არსებობს და დედამიწაზე არაერთი ადამიანის პოვნაა შესაძლებელი, რომელიც ამ ჟანრების განსხვავებულობაზე და განსაკუთრებულობაზე შეძლებს საუბარს, მაგრამ ერთი არის პროდუქტი და მეორე მწარმოებელი. ის რასაც ჩვენ მუსიკაში ვისმენთ და რასაც სცენაზე ვხედავთ, ნიღაბია იმ საშინელი ცხოვრების, რომელიც სცენის მიღმა იმალება. პრობლემები ყველასთან სხვაა. ფსიქოლოგიური ზეწოლიდან დაწყებული, ნარკომანიით დამთავრებული. ზუსტად ასეთ ადამიანებზე მინდა დღეს გესაუბროთ. მომღერლები: ბრაინ ჯონსი, კურტ კობეინი, კრისტენ პფაფი, ჯიმ მორისონი, ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი და ემი უაინჰაუსი, რომელებმაც თავიანთი უსაზღვრო ნიჭით წარმატებას მალევე მიაღწიეს, თუმცა როდესაც 27 წლის გახდნენ, მათგან მხოლოდ მოგონებები და მუსიკის ისტორიაში ჩაწერილი გენიალური შედეგებიღა დაგვრჩა.

ისტორია ყოველივე მადგანს ძალიან საინტერესო აქვს, მაგრამ თავის მხრივ შემზარავი. ამ კლუბში გაწევრიანებული ადამიანების გარდაცვალების მიზეზები ძირითადად წამლებისგან არის გამოწვეული. ეს არის ტრაგიკული ისტორიები გენიალურ არტისტებზე:

1.  რობერტ ჯონსონი (1911-1938)

იგი დაიბადა მისისიპიში. მის შესახებ ბევრმა არ იცოდა იმ პერიოდში, ის იყო უბრალო ადამიანი, რომელსაც მუსიკა იმდენად იტაცებდა, რომ არც კი აინტერესებდა პოპულარობა, ის უბრალოდ ქმნიდა. და მხოლოდ მაშინ, როდესაც 60-იან წლებში მისი ნამუშევრები აღმოაჩინეს, გარდაცვლილმა 27 წლის ბიჭმა სამყარო დაიპყრო და აღიარებული იქმნა, როგორც ბლუზის მამა, რამაც მუსიკაში დიდი ცვლილებები მოიტანა. მისმა სიმღერებმა ისეთი პოპულარობას მიაღწიეს,  რომ ქავერებიც კი გაკეთდა ისეთი ჯგუფების მიერ, როგორცაა Rolling Stones და Cream. მისი ყველაზე გავრცელებული სიმღერებია “Cross Road Blues”, “Love in Vain”, “Stop Breaking Down”, “Me and the Davil Blues” და სხვა…

მისი ნიჭი იმდენად არაბუნებრივი იყო, რომ ხალხმა აღარც იცოდა როგორ აეხსნათ, ამტომაც მალევე გავარდა მითი, რომ მან სული ეშმაკს მიჰყიდა.

სამწუხაროდ უცნობმა მომღერალმა კარიერა 27 წლისას დაამთავრა. სიკვდილის მიზეზი კი ჯერ კიდევ უცნობია, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და საზარელს ხდის მის ისტორიას.

მისი ბოლო სიტყვები: „ვლოცულობ, რომ ჩემი მხსნელი მოვა და წამომიყვანს ჩემი საფლავიდან“-“I pray that my redeem will come and take me from my grave”

2.  ჯიმი ჰენდრიქსი (1942-1970)

1942 წელს სიეტლში დაიბადა ადამიანი, რომელმაც თავის ცხოვრების 27 წლის განმავლობაში მუსიკალურ ინდუსტრიაში როკი განავითარა. თავისი ცხოვრების ბოლო 4 წელი მან მხოლოდ მუსიკას მიუძღვნა და რობერტ ჯონსონისგან განსხვავებით, ხალხის აღიარება სიცოცხლეშივე მოიპოვა. მსოფლიომ ის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტად აღიარა. მან შექმნა ჯგუფი “ The Jimi Hendrix Experience”. თუმცა, რომ არ ყოფილიყო ადამიანი სახელად ჩესს ჩენდლერი, ის დარჩებოდა ღამის კლუბში დამკვრელად და მსოფლიო მას ვერ გაიცნობდა, ამიტომ მის წარმატებაში ჩესიც დიდ როლს თამაშბს. ზუსტად მან წაიყვანა ჯიმი ინგლისში სადაც გაერთიანებული ძალებით, ჩესმა და ჯიმიმ ჩამოაყალიბეს ჯგუფი.

ჯიმი საინტერესო პიროვნება იყო. მისთვის მუსიკა ერთადერთი საშუალება იყო, რომ სხვადასხვა ემოციები განეცადა. იხსენებენ, რომ ის ერთი ჩუმი ადამიანი იყო, რომელიც სცენაზე გასვლამდე, ჟურნალისტებისთვის ერთ-ორ სიტყვას ძვლივს თუ გადააბამდა, მაგრამ მისი ხასიათი სრულიად იცვლებოდა ყოველ ჯერზე, როდესაც ის სცენაზე გადიოდა.

ჯიმი ცაცია იყო, ზუსტად ამის გამო მას უწევდა ყველა გიტარის გადაწყობა, რაც იმ პერიოდში ინოვაციურად ჩაითვალა.

და აი მოვიდა დრო, როდესაც ისიც ხდება 27 წლის. ჯიმი ტკივილგამაყუჩებლებმა შეიწირა. ოვერდოზისგან გამოწვეულმა სიკვდილმა, ჯიმი ამ კლუბის წევრად აქცია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან საკუთარი სახელი როკ ისტორიის ლეგენდად დატოვა. ბევრს მიაჩნია, რომ მისი სიკვდილი შემთხვევითი ოვერდოზიზგან არ იყო გამოწვეული და მან თავი ამ ხერხით მოიკლა.

3.  ჯენის ჯოპლინი (1943-1970)

ტექსასში ახალი ლეგენდა იბადა, რომელმაც იცის, რომ მუსიკა მისთვის ყველფაერია, მაგრამ მას მხოლოდ 17 წლისას აღმოაჩენს, როდესაც პირველად გაეცნობა ჯაზსა და ბლიუზს. ჯენისი თავდაპირველად ერთ უცნობ ჯგუფში მოღვაწეობდა, თუმცაღა მისმა სოლო კარიერის წარმატებამ მას ვარსკვლავების ჩამოხსნის საშუალება მისცა.

მისი ჰიპობის ამბავმა მას ბევრი კარი გაუღო, რამაც საშუალება მისცა „როკის დედოფლის“ წოდება მიეღო. ბოლომდე ჩაფლული ემოციებში, ქმნის შედევრებს, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. მისმა წარმატებამ და „ზედმეტმა“ თავისუფლებამ, ჯენისი გააცნო ჰეროინს, რაზეც მალევე ხდება დამოკიდებული, ამას კი ალკოჰოლის სიყვარული ემატება.

მან წარმატებას სიცოცხლეშივე მიაღწია, იმდენად, რომ ვერ იპოვიდით ადამიანს, რომელიც არ აღიარებდა მის უნიკალურობს, როგორც ხმის ტემბრში, ასევე სიმღერისას ემოციის გადმოცემაში.

ჯენის ბოლო სიმღერას უშვებს – “A Woman Left Lonely”. Ⴑაინტერესო იცით რა არის? ის მარტო იმყოფებოდა ოთახში, როდესაც ჰეროინმა ის შეიწირა. და აი ასე დაემატა როკის დედოფალი კლუბ 27-ს.

4.  ჯიმი მორისონი (1943-1971)

დედამიწამ მხოლოდ 5 წლით გაიცნო კიდევ ერთი ლეგენდა, რომელიც ახლა პარიზში, პერ ლაშეზის სასაფლაოზე არის დაკრძალული. ადამიანმა, რომელმაც როკის ლეგენდებში ჩაიწერა თავი და სამყაროს არაერთი გენიალური მუსიკალური შედევრი დაუტოვა.

იგი იყო უცნობილესი ჯგუფის “The Doors”-ის სოლისტი და ლირიკოსი. ზუსტად ამ ჯგუფის დახმარებით ჯიმმა განავითარა ფსიქოდელიური ჟანრი და ბლუზ-როკი, თუმცაღა წარმატებამ მის ცხოვრებაში უარყოფითი ფაქტებიც შემოიტანა, როგორიცაა ალკოჰოლი და ნარკოტიკი.

როდესაც 27 წლის იყო, თავის შეყვარებულთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მალევე გულის შეტევით გარდაიცვალა. საკვირველი ის არის, რომ მისი შეყვარებული ამავე ასაკში დაიღუპა.

მსოფლიომ კიდევ ერთი ლეგენდა 1971 წლის 3 ივლისს დაკარგა. სამ ივლის, ზუსტად ორი წლით ადრე, Rolling Stones-ის დამაარსებელი, ასევე 27 წლის, ბრაიენ ჯონსი გარდაიცვალა.

5.  კურტ კობეინი (1967-1994)

1967 წლის 20 თებერვალს, ღამის 6 საათზე, ვაშინგტონში კიდევ ერთი ლეგენდა იბადება, რომელიც როკის აზანზარებს და სახელს მუსიკის ძლიერი სიყვარულით ითქვამს. თუმცა სცენისა და ღიმილის უკან მძიმე ისტორიას ინახავდა.

ბავშვობა ძალიან რთული ჰქონდა. ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელმა ადამიანმა, რომელიც წინადადებებს ძვლივს აბამდა, 2 წლისას სიმღერა დაიწყო. პატარაობიდანვე ნარკოტიკი მისი ახლო მეგობარი იყო. მუსიკის სიყვარული ერთი იყო, სანამ ბიძამ მას გიტარა არ უყიდა და კურტმა როკის კარი არ გააღო. აი სწორედ ეს არის დიდებული მომღერლის „შექმნის“ თავაპირველი ისტორია.

კურტ კობეინმა ჩამოაყალიბა ჯგუფი „ნირვანა“, ვისი დახმარებითაც მუსიკას გრანჟ როკი შესძინა. და აი, უკვე ზრდასრული ადამიანი, საქვეყნოდაა ცნობილი. თუმცა ის ერთხელ გამოტყდა და თქვა: -„პოპულარობა ყველაზე მეტად არ მსურდა“.

ის დამოკიდებული იყო ჰეროინზე და ბავშობაში გადატანილი სტრესის გამო, ებრძოდა მენტალურ დაავადებებს. სამწუხაროდ მათი დამარცხება ვერ მოახერხა და 1994 წელს თავი მოიკლა. მსოფლიო კიდევ ერთმა გენიალურმა 27 წლის მომღერალმა დატოვა.

6.  კრისტენ პფაფი (1967-1994)

მისი ისტორია თითქმის უცნობია. რაც სამწუხაროა, რადგან გიტარისტი, რომელმაც მისი გზის გამყოლი არა ერთი ფანი დატოვა დედამიწაზე. კურტ კობეინის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი. კურტის ცოლის თანაბენდელმა, „ჰოლ“-ის გიტარისტმა, კურტის გარდაცვალებიდან 2 თვეში მხოლოდ მასზე მოგონებები დატოვა.

გარდაცვალების მიზეზი ნაპოვნი არ არის, მხოლოდ ის ვიცით, რომ ორი როკ მუსიკოსი, 27 წლის ასაკში, ერთი და იმავე წელს ტოვებენ სამყაროს. ზოგისთვის გასაოცარი ფაქტია, ხოლო ჩემთვის შემზარავი.

7.  ემი უაინჰაუსი (1883-2011)

კლუბი, რომელმაც ლეგენდები ჩვენ ნაადრევად წაგვართვა, ნელ-ნელა იმატებდა მომღერლებს, მაგრამ ბოლო მსოფლიო დონის მომღერალი, რომ ემი უაინჰაუსი იყო.

მას ალკოჰოლი და ნარკოტიკი იტაცებდა. საბედნიეროდ, ემიმ მალევე დაიწყო დამოკიდებულებთან შეწინააღმდეგება, თუმცა მისთვის ეს ზედმეტად რთული აღმოჩნდება. ამ პროცესს მან სიმღერაც მიუძღვნა – „Rehab“. 27 წლის ასაკში ის ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღებით გარდაიცვალა.

მისი მოკლე კარიერის მიუხედავად, მან მისი უნიკალური სიმღერის სტილი შექმნა, რომელიც ბევრი მომღერლის შთაგონების წყაროდ იგცა.

ეს ის ისტორიები და მომღერლები გახლავთ, რომელებმაც მსოფლიო მოკლე დროში გადაატრიალეს და მუსიკა მრავალფეროვანი გახადეს. მათ უამრავი ჟანრის დაბადებაზე იმოქმედეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები არამარტო მუსიკალურ ინდუსტრიაში, არამედ უამრავ სხვა ხელოვნების დარგში ხდება. საუბარი მაქვს პოეტ რუპერტ ბრუკზე, მსახიობ ანტონი იელჩინზე, მსახიობ და მოდელ ჯონათან ბრანდისსა და სხვა მრავალ ადამიანზე, რომლებმაც კვალი დატოვეს დედამიწაზე…

რუბრიკის ხელმძღვანელი: ანა ბურდული

სტატიაზე მუშაობდნენ:

კაკი თუთბერიძე

ელენე სულავა

დატოვე კომენტარი

Website Powered by WordPress.com.

ზედა ↑

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე