ავტორი: მარიამ ღუდუშაური VIIIბ კლასი არასოდეს მეგონა, რომ სამყაროს ისე სასტიკს დავინახავდი, როგორსაც ახლა ვხედავ. ერთ დროს მეც უბრალო პატარა გოგონა ვიყავი, რომელიც, დანარჩენი ბავშვებივით, ეზოში დარბოდა და თამაშობდა. არაფერი მანაღვლებდა, უბრალოდ ბედნიერი ვიყავი იმით, რაც მქონდა. თითოეული ადამიანისაგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი. უბრალოდ, ერთმა დღემ შეცვალა ჩემი ცხოვრება და იმ დღეს ჯერ კიდევ სისხლის... Continue Reading →
მეტროს გრძნობები
ავტორი: მარიამ შენგელია Xგ კლასი მეტრო სავსე იყო ხალხით. მათი დაღლილი სახეებით, გაყინული სხეულებით და სევდიანი თვალებით. თვალებით, რომელთაც ბევრი რამ ენახათ ამ ცხოვრებაში და არ იცოდნენ, წინ რა ელოდათ. მეტრო კი აკვირდებოდა და ყურს უგდებდა მათ გულისცემას. მისი წარმოსახვითი გული ხომ ყველა მათ ისტორიას და მოგონებას იტევდა და ინახავდა. ღამე მარტო დარჩენილი, ის დუმდა... Continue Reading →
წითელი ვარდები
ავტორი: ანა ჩაჩუა Xდ კლასი (ესსე ვუდი ალენის მოთხრობა ,,სიკვდილი აკაკუნებს“ შესახებ) : რა უცნაურია არა? ვარდის ფოთლები ზოგს ცხოვრებას ულამაზებს, უფრო რომანტიკულს ხდის, ხოლო ზოგისთვის უსასრულობისკენ მიმავალი მატარებელია. ჩემი ყველაზე დიდი შიში სასაფლაოს მშრალ, ათასი ცრემლით სავსე მიწაში მარტოდ დარჩენაა, მაგრამ იქაც ხომ მეყოლებიან მეგობრები, ოდნავ შავი ფერის მოწყენილი წითელი ვარდები სულ დამიცავენ, გამართობენ... Continue Reading →
დაკარგული
ავტორი: ქეთო ჩიქვინიძე Xგ კლასი სირბილი, ტემპის მომატება. არა, შესვენებაც მჭირდება, მაგრამ სირბილი უნდა გავაგრძელო. კიდევ ერთი ჩიხი. სიბნელე. იმდენი შეცდომა დავუშვი, მათი დათვლა უკვე შეუძლებელია. სირბილი. სირბილი. მძიმე სუნთქვა. სირბილი. გულისცემა, რომელიც ჩემს ყურებში დოლის ბათქა-ბუთქივით გაისმის. მოსახევი. ჩიხი. უკან დახევა. კიდევ ერთი ჩიხი. ნეტავ, როდის შემოვედი ამ ლაბირინთში? რატომ? ან ახლა საით მივდივარ?... Continue Reading →
ემოციების სამყაროში
ავტორი: სალომე მენაბდე Xა კლასი იცით, თავს როგორ ვგრძნობ? თითქოს ჩემს სხეულში მუდამ რაღაც მზად არის, რომ ჩემს გულს ტკივილი მიაყენოს. სხვას დაელაპარაკა? მახვილი გულში! არ მოგესალმა? მახვილი გულში! ახალგაცნობილი გოგო მისთვის შენზე მეტს ნიშნავს? მახვილი გულში! რომ შეიძლებოდეს, ბოდიშსაც მოვუხდიდი ამდენი წამებისთვის. გეგონება, ცხოვრება ამაზეა აწყობილი. თითქოს ეს პატარა სრულიად უმნიშვნელო ქმედება ანგრევს ჩემს... Continue Reading →
ის
ავტორი: ერეკლე ნასიძე XIIბ კლასი ძახილმა გააღვიძა ის. ადგა. მისი სახე განადგურებულ ქალაქს გავდა, გაფითრებული, დაქანცული, თვალების გარშემო შავი რგოლები ეკიდა. მას ძახილი ექოსავით ესმოდა, მაგრამ არ სჭირდებოდა გამეორება. უკვე იცოდა, რაც ხდებოდა. შევიდა ოთახში, მშვიდად მივიდა საწოლთან, ჩუმად მიუჯდა მწოლიარეს, აიღო მისი მოკანკალე ხელი და მოუჭირა. მხოლოდ ეს შველოდა ავადმყოფს. როცა ხელი საწოლზე უძლურად... Continue Reading →
ნამცხვარი
ავტორი: თიკა ხარაიშვილი Xდ კლასი თუ ამის წაკითხვას ზერელედ აპირებთ, არ შეწუხდეთ. ასეთ უამრავ ნაწერს ნახავთ, შეიძლება წიგნიც შეგხვდეთ. დიახ, აღარ არის ორიგინალური. აღარც ინდივიდუალური. ამ წერის ხერხს საკმაოდ ბევრმა მწერალმა მიუხმო. მაგრამ მე არ ვარ მწერალი. არც ვაპირებ ამის გამოქვეყნებას. რაც უნდა მინდოდეს, როგორ უნდა, ეგეც არ ვიცი! არადა, ბავშვობაში მინდოდა კარგი წიგნები დამეწერა.... Continue Reading →
თეთრი ოთახი
ავტორი: ნიკოლოზ ღლონტი VIIბ კლასი გაზაფხული იყო. როგორც იქნა, ჩემს მეთექვსმეტე დაბადების დღეზე ავაგროვე საკმარისი თანხა, რომ ჩემი საოცნებო ვიოლინო შემეძინა და როგორც კი ინსტრუმენტი ვიყიდე, ჩემს მეზობელთან უნდა წავსულიყავი - ვიცოდი, რომ რეპეტიტორი იყო და ვიფიქრე, დამეხმარება მეთქი. მოხუცი გულჩვილი ქალი იყო. მე ის სასურველი შვილივით მივლიდა, რომელიც არ ჰყავდა, ხოლო მე მას დედასავით... Continue Reading →
მზესუმზირები
ავტორი: ანა კურტანაძე VIIა კლასი მახსოვს იმ დღეს სოფელში მივდიოდით: მე, დედა, მამა და უფროსი და-ძმა. მანქანაში ფანჯარასთან ვიჯექი და დიდი ხნის უნახავ სიმწვანეს ვუყურებდი… ვიჯექი მარტო… ვფიქრობდი… ხმის გამცემიც არავინ მყავდა, რადგან არავის ვუყვარდი. საოცარია არა?! ოჯახს, რომ არ უყვარხარ და თან უმიზეზოდ. ისევ ვფიქრობდი… განუწყვეტლივ ვფიქრობდი. მე ჩემი სამყარო მქონდა, რომელშიც არავის ვუშვებდი.... Continue Reading →
ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ავტორები: ლევან შავლიაშვილი; ნია ხეჩიკაშვილი; კითხვა - თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა ადამიანის განსჯა მათი ლიტერატურული გემოვნების მიხედვით? გიორგი - მეტნაკლებად კი. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადამიანის გემოვნება ლიტერატურაში ძალიან მარტივად ასახავს მის განწყობას, მიმართულებებს და გემოვნებას. კითხვა - ჩაანაცვლა თუ არა ელექტრონულმა მოწყობილობებმა წიგნები? გიორგი - მე მგონია, რომ - ვერ და ეს,... Continue Reading →
