წინასიტყვაობა

მოგესალმებით!

„ცარიელი ფურცელი“ ახალი შემადგენლობითა და იდეებით აგრძელებს მუშაობას. ჩვენი მიზანი კვლავ იგივეა: საზოგადოებაში ჰუმანიტარული განათლების დონის ამაღლება და ამ პროცესით სიამოვნების მიღება. ჩვენ გთავაზობთ სივრცეს, რომელიც მორგებულია ყველა ასაკისა და სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებისთვის.

ხართ კინომანი და გაინტერესებთ რა იმალება თქვენი საყვარელი პერსონაჟების ქმედებების და ერთი შეხედვით უბრალო დიალოგების მიღმა?

ხართ „წიგნის ჭია“ და გინდათ გაიგოთ მრავალი ცნობილი ან ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებების შესახებ?

მხატვრობით ხართ დაინტერესებული? ან იქნებ ფიქრობთ, რომ „მონა ლიზა“ სულაც არ იმსახურებს მიღებულ ყურადღებასა და ქება-დიდებას? ჩვენი სტატიები საპირისპიროს დაგიმტკიცებთ.

ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის უსაზღვრო შესაძლებლობები, რასაც ცარიელი ფურცელი გვთავაზობს.

და გახსოვდეთ:

“ჩვენ არ ვკითხულობთ და ვწერთ პოეზიას, იმიტომ რომ ის სიბრძნეა, არამედ, იმიტომ რომ ადამიანთა მოდგმის წევრები ვართ. ადამიანთა მოდგმა კი ვნებით სავსეა. ახლა მედიცინა, კანონი, ბიზნესი, ტექნიკა კეთილშობილი საქმიანობაა და ცხოვრების გასაგრძელებლად საჭიროც, მაგრამ პოეზია, სილამაზე, რომანტიკა, სიყვარული – ეს ის არის რისთვისაც ვცოცხლობთ.”

– ჯონ კიტინგი, „მკვდარი პოეტების საზოგადოება“.

მთავარი რედაქტორი: ლიზი ბუხრაშვილი (XII კლასი)

რუბრიკის ხელმძღვანელები:

პროზა – ნუცა ზედელაშვილი (XI კლასი)

პოეზია – ნუცა ზედელაშვილი (XI კლასი)

ესე – ანა გოგოლაძე (VIII კლასი)

კინო და თეატრი – მართა თორდია (XI კლასი)

ხელოვნება – ანა ბურდული (XII კლასი)

ინტერვიუ – ანასტასია ჩლაიძე (XI კლასი)

ქართული ენა – ნია წულაია (X კლასი)

ფსიქოლოგია – ნანუკა მეჭურჭლიშვილი (X კლასი)

მეცნიერება – ნინო გურამიშვილი (XI კლასი)

ისტორია – ნიკა კვაჭანტირაძე (X კლასი)

მოსწავლეთა შემოქმედება – ანა ყოლბაია (XI კლასი)

რუბრიკების სხვა წევრები:

ბარბარე კიკალიშვილი

კაკი თუთბერიძე

სალომე ყველაშვილი

ელენე კოპლატაძე

ნინა ალავიძე

მარიამ ყარმაზანაშვილი

ელენე სულავა

ანასტასია მათიკაშვილი

მარიამ კალოიანი

ნუცა ვაჩეიშვილი

ნინი გვენცაძე

სალომე ლეჟავა

კესო ტომარაძე

ანა კურტანიძე

კესო ანდღულაძე

სოფო კვიჟინაძე

დატოვე კომენტარი

Website Powered by WordPress.com.

ზედა ↑

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე