გოდერძი ჩოხელი- “უმისამართო წერილი”

– მე შენ მიყვარხარ! – არა გჯერა? – ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ იჯერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი… მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ… მე შენ მიყვარხარ! ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ურთიერთობას ვეღარ... Continue Reading →

ნობელის პრემიის ლაურეატის, ოლგა ტოკარჩუკის ესე პანდემიისა და მარტოობის შესახებ

ჩემთვის უკვე კარგა ხანია, სამყარო მეტისმეტია: მეტისმეტად დიდი, მეტისმეტად სწრაფი, მეტისმეტად ხმაურიანი. ასე რომ, განცალკევების ტრავმა ჩემთვის არ არსებობს. არ ვიტანჯები, რადგან ადამიანებს ისედაც არ ვხვდებოდი. არ ვდარდობ კინოთეატრების დახურვას, არ ვწუხვარ, რომ სავაჭრო ცენტრებში ვეღარ შევალ. მხოლოდ იმ ადამიანების ბედი მენაღვლება, რომელთაც სამსახური დაკარგეს. ჩემი ფანჯრიდან თეთრი თუთა ჩანს: ხე, რომელიც მუდმივად მაოცებს და... Continue Reading →

ოთარ ჭილაძის მაგია

https://www.youtube.com/watch?v=74CGsdWmM6w პრაღის სასაფლაოზე სასაფლაოზე უფრო ცოცხალიდა უფრო მკვეთრი ხმები აქვთ ჩიტებს...უსამართლოა მაინც სიკვდილი - შენ ახლა უნდა შენს ყანას მკიდე,შენ ახლა უნდა იდგე დაზგასთანდა შენ საკუთარ ფულს უნდა სჭრიდედა ამ უაზრო ტკივილის ნაცვლად,ყველას სიხარულს და შვებას გვრიდე...1982 წ. ბუხარი მე შენთან სტუმრად მოვსულვარ ახლაც,აქ მიპოვნია დღის დასასრული.მე მიყვარს შენი პატარა სახლისსიმყუდროვე და კედლების სუნი.მე მიყვარს,... Continue Reading →

როცა სათამაშო ჩვენი კოშმარია

ავტორი: ანამარია ახვლედიანი. სტივენ კინგი ყველა იმ მკითხველის საყვარელი ავტორია, საშინელებათა ჟანრი რომ მოსწონს, აფორიაქებს, მაგრამ მაინც არ ეშვება. კინგის წერის სტილი სრულიად დინამიურია, უცნაური დასასრულებით.მისი ერთ-ერთ ნამუშევარი „მაიმუნი’’ ზუსტად ასეთია. თხრობა შელბერნების სხვენში იწყება, როცა ჰელ შელბერნის შვილმა დაობებული Ralston-Purina-ის ყუთიდან ის ამოიღო, დამცინავი ღიმილით, ხმაურიანი წინწილებითა და მუქი შუშის მქონე გაყინული,ქარვისფერ თვალებიანი მაიმუნი.... Continue Reading →

და ვინჩის კოდი

ავტორი: ნია ბალახაშვილი. ‘’ლუვრი, პარიზი 22:46 მუზეუმის სახელგანთქმულმა კურატორმა ჟაკ სონიერმა ბარბაცით გაიარა მუზეუმის დიდი გალერეის კამაროვანი გამოსასვლელი და მიეჭრა უახლოეს სურათს, რომლის დანახვაც შეძლო. ეს იყო კარავაჯოს ტილო. 76 წლის კაცი მოოქრულ ჩარჩოს მიეჭრა და რის ვაი-ვაგლახით გამოსწია, სანამ კედლიდან ჩამოგლეჯილმა შედევრმა ქვეშ არ მოიყოლა იატაკს მძიმედ დანარცხდებული მოხუცი. „ ასე იწყება დენ ბრაუნის... Continue Reading →

მხატვრები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს.

ავტორი: ნინი კომახიძე. ხელოვნების, როლი ადამიანის ცხოვრებაში უზარმაზარია. ხელოვნება უსასრულოა, სადაც არ არსებობს დრო, საზღვრები, ენა თუ სქესი. ყველაფერი ემოციებსა და განცდებზეა დამყარებული. შესაბამისად, ხელოვნება ჩვენთვის ინსპირაციისა და მოტივაციის წყარო ხშირად ხდება. აქედან გამომდინარე,  გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ  მხატვრები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს სრულიად კაცობრიობის ისტორიაზე. ფრიდა კალო ფრიდა კალოს ისტორია სევდიანია. მექსიკელი მხატვარი 18 წლის ასაკში... Continue Reading →

კონსტანტინე გამსახურდია – “წერილი ვაჟისადმი”

“მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია (თუ მითარგმნია) მე ჰომეროსის სიტყვები: “ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს”. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და... Continue Reading →

გია ყანჩელის შემოქმედება

ავტორი: მარიამ შენგელია "ყვითელი ფოთლები" https://www.youtube.com/watch?v=Do17LTb0keQ "საით მიდიხარ" https://www.youtube.com/watch?v=x_YgtT4KePg "ქარი ქრის" https://www.youtube.com/watch?v=mTGvPQkfeT4 "როცა აყვავდა ნუში" https://www.youtube.com/watch?v=c9Ui98v8Qkw "ის აქ არის" https://www.youtube.com/watch?v=gHn0gUAAado "სტიქსი"-STYX https://www.youtube.com/watch?v=NBoaXDbs5UE "სევდა" https://www.youtube.com/watch?v=ztKdI8q2bEU "ცისფერი მთები ანუ ტიანშანი"-საუნტრეკი https://www.youtube.com/watch?v=7n7C__Phdw4 "ინტერლუდია" https://www.youtube.com/watch?v=SvYoQisIOJQ&t=20s "კავკასიური ცარცის წრე" https://www.youtube.com/watch?v=C_qry3mTzLY "თეთრი ქვები" https://www.youtube.com/watch?v=YcVhAig1AW4

“არავინაა შენს მიმართ ვალდებული” – ჰარი ბრაუნის წერილი შვილს

1966 წლის 25 დეკემბერი ძვირფასო შვილო, შობა ღამეა და ჩვეული პრობლემის წინაშე ვდგავარ – ვერ გადამიწყვეტია რა გაჩუქო. ალბათ მოგეწონებოდა წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი, თუმცა დღეს ძალზედ ეგოისტი ვარ და მსურს ისეთი საჩუქარი გაგიკეთო, რომელიც რამოდენიმე თვესა და წელიწადზე მეტხანს შეგრჩება. მსურს ამ საჩუქარმა, ყოველ შობა ღამეს, ჩემი თავი გაგახსენოს. მხოლოდ ერთი რამის ჩუქება რომ შემძლებოდა,... Continue Reading →

წინარე ქრისტიანული რწმენა-წარმოდგენები საქართველოში

ავტორი: მარიამ შენგელია. 1 ქართველების კოსმოგონიური სისტემა საკმაოდ განსხვავებულია იმ შუმერულ-ბაბილონური სისტემისაგან, რომელთანაც არის დაკავშირებული ბიბლიური ტრადიცია. ქართველებს ქრისტიანობამდე საკუთარი ყველასაგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ სამყაროს მოწყობაზე. სამყარო გეომეტრიულად წარმოდგენილი იყო კოსმოსში განფენილი სფეროს სახით, რომელიც შემოსაზღვრული იყო ზღვით ან მთებით, ქვეყნის დასასრულს იდგა სიცოცხლის ხე , რომელიც აერთებდა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სამყაროებს, სფერო შედგებოდა სამი... Continue Reading →

Website Powered by WordPress.com.

ზედა ↑

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე