სიყვარულია ის ერთი იმედი, სიკვდილსაც რომ გაალამაზებს და ჭყეტელა ფერებით გააფერადებს. სიყვარულია პატარა წერტილი, შავ მაგიდაზე თეთრი დაკარგული მარგალიტი. გამოღვიძებას წააგავს ძალიან, თითქოს და არაფერს ისეთს არ ვგრძნობდეთ. ფრენას გავს სიყვარული, საკმარისია ერთი შეცდომაც და უცებ ასფალტზე მწარედ ვენარცხებით. იმდენად გვტკივა, რომ გვიყუჩდება სხვა ყველანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილი. ალბათ, რომ მკითხონ რას ვფიქრობ მასზე,... Continue Reading →
ნეორეალიზმი -’’საზოგადოების სარკე’’
კინომანებისთვის საკმაოდ “ცნობილი” თემაა, რომ ნეორეალიზმს უდიდესი გავლენა ჰქონდა კინომატოგრაფიაზე. მან ხელახლა განსაზღვრა და გვაჩვენა, თუ როგორ ნათლად შეეძლოთ კინომატოფრაფებს რეალობის გადმოცემა და ეკრანზე ასახვა. ნეორეალიზმი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არც ისე ხშირად გვხვდება თანამედროვე კინოებში, ძალიან გავრცელებული კინომატოგრაფიის მიმდინარეობა იყო 1940-1950 წლებში. ნეორეალიზმს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ოქროს ხანა, ახასიათებს სიუჟეტი და ნაკვეთი, რომელიც... Continue Reading →
მოჩვენებითი დროის ჰიპოთეზა და სამი გაყალბებული საუკუნე
ისტორია ძალზედ საინტერესო რამაა: მრავალი საუკუნის მოვლენები, ჩაწერილი ჩვენნაირი ადამიანების მიერ, მოღწეული ჩვენამდე. მიუხედავად ამისა, დაფიქრებულხარ იმ შესაძლებლობაზე, რომ ეს ყველაფერი ყალბია, მხოლოდ გამოგონილი ამბავი, ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი? ზუსტად ამას ეფუძნება მოჩვენებითი დროის ჰიპოთეზა. იქნებ სინამდვილეში 1700 წელია და ისტორია გვატყუებდა? გვინდა შემდეგი სტატიით გავცეთ ამ კითხვას პასუხი. თავიდან ვილაპარაკებთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე, რომ... Continue Reading →
ფილმები, რომელთა ნახვასაც გირჩევთ
ავტორი: მარიამ შენგელია. მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "8 წუთი" რეჟისორები: დათო აბრამიშვილი და გიორგი გოგიჩაიშვილი „8 წუთი“ დათო აბრამიშვილის და გიორგი გოგიჩაიშვილის სადებიუტო ნამუშევარია, რომელიც მზის უკანასკნელ წუთებზე მოგვითხრობს. ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნახვის შემდეგ შეეცდებით დააფასოთ და გამოიყენოთ ის დრო,რომელიც ისედაც ცოტა გაქვთ. https://www.youtube.com/watch?v=DfrOD2q-s4Y "Hair Love" რეჟისორები: Matthew A. Cherry, Bruce W. Smith 2019 წელს შექმნილი ეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, რომელმაც ოსკარი მოიპოვა საუკეთესო... Continue Reading →
გამორჩეული რეკლამები #3
ავტორი: მარიამ შენგელია. Axos Bank- Don't Get Robbed by Your Bank სააგენტო: Cutwater San Franciscoრეჟისორი: Craig Brownriggქვეყანა: აშშგამოშვების თარიღი: 2019 წლის მაისი https://www.youtube.com/watch?v=SEzkw1AnnFU Lacoste -Life Is a Beautiful Sport სააგენტო: BETCრეჟისორი: Seb Edwardsკომპოზიტორი: Max Richterქვეყანა: საფრანგეთიგამოშვების თარიღი : 2017 წლის მაისი https://www.youtube.com/watch?v=srsQlBB2vAU Procter & Gamble - Thank You, Mom It Takes Someone Strong, To Make... Continue Reading →
შეუძლებელი არაფერია. შეჭამე ბაყაყი!
ავტორი: რუსა თოფურია. “მე რომ შენხელა ვიყავი ესეთ რაღაცებზე დროს არ ვხარჯავდი”, “მთელი დღე კომპიუტერს უნდა ეჯდე?!” “ცხოვრება ხანმოკლეა”, “დრო სწორად უნდა გადაანაწილო” “როდისღა უნდა მოასწრო ის რაც აუცილებელია?!”... ყველას გვსმენია ასეთი გამონათქვამები გინდა მშობლებისგან, მასწავლებლებისა თუ უბრალოდ ნათესავებისგან და დარწმუნებული ვარ არაერთ ჩვენგანს გადაუტრიალებია ამ დროს თვალები. რა თქმა უნდა, უფროსები ყოველთვის მოითხოვენ ჩვენგან... Continue Reading →
TOP 10 ფრაზა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან
1) “ის ნიადაგი სადაც მცენარე მტაცებელი იზრდება ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება. ნიადაგის ბრალია.კარგად დაიმახსოვრე!” 2) “მანუელო კოსტამ იცოდა ყოველივე დაფარულის ფასი და უცნაური სიყვარული სჭირდა-მისი ორი ლამაზი თვალიდან გამომჭვირვალი მზერის შეხებისას რომელიმე უბირი ბუჩქი მაშინვე მანუელო კოსტას ბუჩქად გადაიქცეოდა და ბაობაბივით დიადდებოდა…” 3) ,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ... Continue Reading →
TOP 9 გამორჩეული კომპოზიცია კინო ნამუშევრებიდან
ავტორი: მარიამ შენგელია. "Agape" კინოფილმიდან "If Beale Street Could Talk", 2018 კომპოზიტორი: Nicholas Britell https://www.youtube.com/watch?v=eWQ7neoBhCE "In The Mood For Love - Yumeji's Theme" კინოფილმიდან ''In the mood for love", 2000 კომპოზიტორი: Shigeru Umebayashi https://www.youtube.com/watch?v=CydoHnlWpEI "Where do I begin" კინოფილმიდან "Love Story", 1970 კომპოზიტორი: Francis Lai https://www.youtube.com/watch?v=vkYM2iGlkjM "Comptine d`un autre ete - l`apres-midi" კინოფილმიდან "Amélie", 2001... Continue Reading →
გურამ დოჩანაშვილი-“მუსიკოსი”
საღამო სწორედ ისეთი იყო, ჩვენ რომ გვიყვარდა. ჩვენ დავდიოდით ლამაზ ქუჩებში – ვაბიჯებდით ხეების და ფოთლების ჩრდილებს. ფეხს ვურტყამდით პაპიროსის ნამწვავებს, ჩვენდაუნებურად მზერას ვაპარებდით განათებული ფანჯრებისაკენ. იყო სასიამოვნო სიჩუმე, და გვესმოდა მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა. ეს ხმა გვსიამოვნებდა, არ ვიცი, რატომ... შეიძლება იმიტომ, რომ ეს იყო ჩვენი ნაბიჯების ხმა. ხმისამოუღებლად მივდიოდით. ალბათ იმიტომ, რომ გვსიამოვნებდა... Continue Reading →
სტიგ ლარსონის “უკანასკნელი” წერილი: “შენ მე გამაბედნიერე”
2004 წლის 9 ნოემბერს, სტიგ ლარსონი, ჟურნალისტი და კრიმინალისტური რომანების ავტორი („გოგონა დრაკონის ტატუთი,“ „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“), გულის შეტევით გარდაიცვალა. ცოტა ხანში, ევა გაბრიელსონმა (ევა და სტიგი 1979 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ), იპოვნა წერილი, რომელსაც ეწერა „გთხოვთ, ჩემი გარდაცვალების შემდეგ გახსნათ.“ წერილი დაწერილი იყო, 1977 წელს, აფრიკაში გამგზავრებამდე. მწერალი, ამ დროს, მხოლოდ 22 წლის... Continue Reading →
